საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი — სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაფუძნებული 2020 წელს თბილისში. მისი მისიაა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ‑პოლიტიკური პროცესების ღრმა, მრავალმხრივი მეცნიერული კვლევა, შედეგების ანალიზი და გავრცელება, რათა მოხდეს გლობალური ტენდენციების პროგნოზირება. ცენტრის მთავარი მიზანია ჩაერთოს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული მნიშვნელობის აქტუალური სოციალურ‑პოლიტიკური საკითხების აკადემიურ გადაჭრაში. მის საქმიანობაში შედის ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება, სემინარები და სხვა პროფესიული ღონისძიებები, ასევე მონაწილეობა რეგიონულ და საერთაშორისო ფორუმებში.
გლობალური და ადგილობრივი სოციალური და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული გააზრება და მეცნიერულად დასაბუთებული პროგნოზების საფუძველზე საზოგადოებრივ დისკურსში ინფორმირებული ჩართულობის ხელშეწყობა.
მრავალდარგოვანი კვლევებით საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების ანალიზი, პროგნოზირება და საჯარო პოლიტიკისა და აკადემიური სივრცის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
ცენტრი ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას, აკადემიური დისკურსის გამდიდრებასა და საქართველოს საერთაშორისო ინტელექტუალურ რუკაზე პოზიციონირებას.
2023 წლის 22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“
2023 წლის 30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ბუხუტი სიჭინავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა - გამოწვევები და პერსპექტივები“.
2021 წლის 18 დეკემბერს European Institute for Research and Development-ის ორგანიზებით ჩატარდა თბილისის მე-8 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესის, ინჟინერიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მკვლევართა გუნდი გამოსაცემად ამზადებს მონოგრაფიას “საქართველო და გლობალური პოლიტიკა: ახალი პარადიგმის ძიებაში”.
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის სამუშაო ეყრდნობა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს, რომელიც მიმართულია თანამედროვე პოლიტიკური რეალობის გლობალურ და ადგილობრივ დონეზე შეფასებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ კომპლექსურ კვლევით პროექტებს, რომლებიც მოიცავს უსაფრთხოებას, დემოკრატიას, მმართველობასა და სოციალურ ცვლილებებს. შედეგები ასახავს მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებულ ხედვას.