ახლო აღმოსავლეთი
ირანი
ისტორია
პოლიტიკა
რეგიონი
ქურთები და ქურთისტანი
ქურთები ირანში
ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები რეგიონში მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ, მათ დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 35-45 მილიონამდე ქურთია. ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, გასულ საუკუნეში, ირანში რამდენიმე ქურთული პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. ისინი ავტონომიის მოპოვების გარდა ირანის დემოკრატიულ, სეკულარულ და ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უჭერენ მხარს.