წინა სტატია
1 Jul, 2025
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში
შემდეგი სტატია

საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში

საქართველოს ოპტიმალური როლი გლობალურ პოლიტიკასა და კონფლიქტებში
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში

ძირითადი ინფორმაცია

საქართველო უძველესი კულტურული და ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. რა ოპტიმალური ფუნქცია აკისრია ქართველ ერის კაცობრიობის განვითარების საქმეში და შეუძლია თუ არა საქართველოს შეიტანოს თავისი წვლილი გლობალური საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში?

შესავალი

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისის ანალიზი შეიძლება ითქვას, რომ დღეს საერთაშორისო ურთიერთობები ჩიხშია შესული. მიმდინარე, აქამდე არნახულად დაძაბული გლობალური ურთიერთობები უაღრესად კრიზისულ დაღმასვლას განიცდის. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არსებული სტატუს- კვოს დარღვევა დაწყებულია და მალე სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. ამასთანავე, ისეთი გლობალური პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, მაქსიმალურად ცდილობენ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ, თუმცა ამ ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მრავალი კომენტარი, შეფასება თუ ოფიციალური პოზიციის გაჟღერება, საკმაოდ ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთიც და ინდოეთიც უფრო მეტად რუსეთის მხარეს იხრებიან, ვიდრე კოლექტიური დასავლეთის.

ძალთა ზემოხსენებული გადანაწილება და აზიის უდიდესი სახელმწიფოების მიერ რუსეთის პოზიციებისათვის შეფარულად გამოხატული, მაგრამ მაინც მხარდაჭერა, ორ მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრებისკენ გვიბიძგებს: 1. რა ბედი ელის საქართველოს უახლოეს მომავალში? 2. არის თუ არა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ლეგიტიმური? ექმნება თუ არა რუსეთს (ან თუნდაც ჩინეთს) უსაფრთხოების პრობლემები და აქედან გამომდინარე, აქვს თუ არა მას უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების გარანტიები? საკითხი მაქსიმალურად რომ გავამარტივოთ, შეკითხვა დაისმის შემდეგნაირად: აქვთ თუ არა რუს და ჩინელ ერებს ისეთნაირად არსებობის უფლება, როგორსაც ისინი თავისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევენ?

იმისათვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ, პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ, რა ფენომენია ერი და რა ტიპის ერებით არის წარმოდგენილი მსოფლიოს ძირითადი გლობალური პოლიტიკური სუბიექტები, ანუ წამყვანი სახელმწიფოები. თუ ეს შესაძლებელია, ასეთი საკითხების გასარკვევად საჭიროა დავეყრდნოთ შესაბამის მეცნიერულ თეორიულ ცოდნას.

ძირითადი ნაწილი

ქართული სამეცნიერო სკოლის თანამედროვე მიღწევები სოციალურ მეცნიერებებში, კონკრეტულად კი ემზარ ხვიჩიას კვანტური რელატივისტური ნოოლოგია (შემდგომში, ნოოლოგია), გვაძლევს ისეთი საკამათო ტერმინების მეცნიერულ განმარტებებს, როგორიცაა: პიროვნება, ერი და ცივილიზაცია. შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომში ამ ტერმინებს (პიროვნება, ერი და ცივილიზაცია) გამოვიყენებთ იმ მნიშვნელობებით, რომელსაც ემზარ ხვიჩია გვთავაზობს ნოოლოგიის მიხედვით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე ნაშრომში გამოვიყენებთ ნოოლოგიის მონოგრაფიებში ავტორის მიერ შემოთავაზებულ სხვა ტერმინებს: ფორმის მანია, ცხრომის მანია, ძლევის მანია, მართვის მანია და სხვ. ნოოლოგიის მიხედვით, “ცივილიზაცია 4 განსხვავებული ტიპის ერების ერთობლიობას წარმოადგენს და ცივილიზაციური პროცესების სტაბილურად წარმართვისათვის, აუცილებელია ოთხივე ტიპის ერების ურთიერთთანამშრომლობა”.1 ნოოლოგიის შინაარსის მიხედვით ცხადია, რომ აშშ არის ცხრომის მანიის კლასის ლიდერი სახელმწიფო, ჩინეთი ფორმის მანიის კლასის ლიდერი სახელმსიფო, რუსეთი კი ძლევის მანიის კლასის ლიდერი სახელმწიფო. 2 სამივე კლასის ეროვნულ სახელმწიფოს ახასიათებს ე.წ. მონომოდალისტური გლობალიზმი, ანუ საკუთარი საარსებო სივრცის უსასრულოდ გაფართოების მოთხოვნილება. სამივე ტიპის (ცხრომის, ფორმის და ძლევის მანიის კლასის) ერი მხოლოდ თავის თავს განიხილავს ერთადერთ სწორ ფენომენად, ხოლო დანარჩენი ტიპის ერებს მიიჩნევს დესტრუქციულ და მისი არსებობისათვის ხელისშემშლელ და ზოგჯერ საშიშ ფაქტორად.

ლიბერალური მონომოდალისტური გლობალიზმი, რაც ცხრომის მანიის მოდუსის შესაბამისია და რომლის რეალიზატორია აშშ, 1980-იანი წლების ბოლოდან გვევლინება დომინანტად, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაიშალა სსრკ. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სრულიად გასაგები ხდება აშშ-ის მისწრაფება, შეინარჩუნოს აქამდე არსებული უპირატესობა და განახორციელოს ცხრომის მანიის პოზიციისთვის მიუღებელი ერების “გამოსწორების”, ცივილიზებულ გზაზე დაყენების მცდელობები, რისთვისაც პერიოდულად არ ერიდება არც სამხედრო მანქანის ამოქმედებას, არც ფერადი რევოლუციების მოწყობას და არც მის ხელთ არსებული ზემოქმედების სხვა საშუალებების გამოყენებას.

მეორე მხრივ, როდესაც გასაგები ხდება ის მოტივები და მიზნები, რაც ამოძრავებთ რუსეთსა თუ ჩინეთს, გაოცებას და აღშფოთებას აღარ იწვევს მათ მიერ განხორცილებელი ქმედებები, რადგანაც შეგვიძლია თვალნათლივ დავინახოთ ის ეგზისტენციალური საფრთხეები, რომლებიც ამ ქვეყნებს ემუქრება და რომლებზეც ისინი აპელირებენ.

ნოოლოგიის მიხედვით ცივილიზაციისთვის (ამ შემთხვევაში მთელი კაცობრიობისთვის) აუცილებელია ოთხივე კლასის ერების ურთიერთობა და ოპტიმალურია მათ შორის როლების გადანაწილება. ამავე დროს, შეუძლებელია არსებობდეს ერთადერთი სწორი, ანუ უნივერსალური მსოფლმხედველობა, რომელმაც უნდა დაიქვემდებაროს სხვა დანარჩენი და გახდეს დომინანტური. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის და ჩინეთის განხილვა “ჭეშმარიტი ღირებულ-ებებისაგან” აცდენილ ქვეყნებად არასწორია, რადგანაც რუსი და ჩინელი ერები არიან განსხვავებული ფენომენები, ცივილიზაციას სტაბილურობისთვის კი ოთხივე ელემენტი, ოთხივე ტიპის ერი აუცილებლად სჭირდება.

საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე

იმის ფონზე, როდესაც დიდი სახელმწიფოებიც კი ვეღარ ეყრდნობიან დიპლომატიას და იძულებულები არიან ძალისმიერ საშუალებებზე გადავიდნენ, პატარა ქვეყნების გავლენა თითქოსდა სრულიად უმნიშვნელოა. რჩება შთაბეჭდილება, რომ პატარა ქვეყნებს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ - მიეკედლონ რომელიმე დიდ ძალას და მორჩილად გაატარონ მის მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა. ასეც აკეთებს პატარა ქვეყნების უმეტესობა და, დღესდღეობით, მათ რიგებში საქართველოცაა.

ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა იძულებულს ხდის ყველა დიდ მოთამაშეს მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს, რათა შეინარჩუნოს საქართველოში საკუთარი გავლენები. შედეგად ვიღებთ ხელოვნურად გაღვივებულ სამოქალაქო დაპირისპირებებს, რომლის ერთ-ერთ ბოლო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საზოგადოების მიერ უკრაინაში განვითარებული მოვლენების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და ამ თემასთან დაკავშირებით გაჩენილი ახალი განხეთქილება.

ამავე დროს, დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ საკითხს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს არსებული ვითარების განხილვა, როგორც მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ბრძოლისა - არასწორია. მოვლენების ზედაპირული სიბრტყიდან სიღრმისეულ განზომილებაში გადატანა თვალნათელს ხდის, რომ დასავლეთის მიერ დღეს გატარებული საერთაშორისო პოლიტიკის უპირველესი მიზანია გლობალური მონოპოლარული რეჟიმის დამყარება, ხოლო მეორე ფრონტს ასეთი რეჟიმის მოწინააღმდეგეები წარმოადგენენ.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვით დასავლეთის წარმომადგენელთა შორისაც შეიმჩნევა დაპირისპირებები და სურვილი, თავი დააღწიონ დღევანდელი ჰეგემონის გავლენას. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი დასავლური ქვეყნის პოლიტიკური ელიტა დღეს სრულად განიცდის აშშ-ის, როგორც ნეოლიბერალური ღირებულებების მთავარი მატარებლის და გამტარებლის ზემოქმედებას, ეს სურვილი ღიად მხოლოდ ოპოზიციური წიაღიდან ფიქსირდება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აშშ ცდილობს საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნებას, ამიტომაც რუსეთს და ჩინეთს განიხილავს იმ წინააღმდეგობებად, რომლებიც აუცილებლად უნდა განადგურდნენ. მას მხარს მოკავშირეებიც უბამენ, რითაც იძულებულს ხდიან მოწინააღმდეგეს, გადადგას სამხედრო ძალაზე გათვლილი ნაბიჯები, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ არც რუსეთის ქმედებებია დღეს კონსტრუქციული. ნოოლოგიის მიხედვით ფორმის მანიის ფაზაში, რომელშიც იმყოფება დღეს კაცობრიობა, შესაძლო გახდა დასავლეთს მხარდაჭერა ეპოვა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, რუსეთის გამოფიტვაზე ორიენტირებული კონსოლიდ-ირებული ქმედებების გატარებაში.

დიდი შეცდომაა ისიც, რომ რუსეთი უკრაინელ ერს განიხილავს, როგორც რუსი ერის დეზორიენტირებულ ნაწილს და მოელის, რომ საკმარისია, გამოჩნდეს ახალი ძალა, რომელიც დაუპირისპირდება უკრაინაში გაბატონებულ ნაციონალისტურ ძალებს და უკრაინელი ერი ადვილად დათანხმდება მშობლიურ რუსულ წიაღში დაბრუნებას.

დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მულტიპოლარულ სამყაროზე, მსოფლიო წესრიგის შემადგენელ ნაწილებად უნდა მივიჩნიოთ არა რომელიმე კონკრეტული ჰეგემონი სახელმწიფო ან კოალიცია, არამედ ლიდერი ერი კონკრეტული კლასის ერთა შორის. რადგანაც დღეს ლიდერი ერის ფუნქციებს დიდი სახელმწიფოებივე ატარებენ, ზემოთ თქმული მოსაზრება მარტივ, ქვემოთმოყვანილ მაგალითამდე შეგვიძლია დავიყვანოთ. 1. ცხრომიის მანიის კლასის ეროვნულ სახელმწიფოებად მოიაზრებიან აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი (ჩამონათვალი არასრულია). აშშ არის ლიდერი ამ კლასის სახელმწიფოებს შორის. ესე იგი, მულტიპოლარულ სამყაროში ცხრომის მანიის ქვეყნებს წარმოადგენს აშშ. 2. ფორმის მანიის კლასის ეროვნულ სახელმწიფოებად მოიაზრებიან ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა (ჩამონათვალი არასრულია). ჩინეთი არის ლიდერი ამ კლასის სახელმწიფოებს შორის. ესე იგი, მულტიპოლარულ სამყაროში ფორმის მანიის ქვეყნებს წარმოადგენს ჩინეთი. 3. ძლევის მანიის კლასის ეროვნულ სახელმწიფოებად მოიაზრებიან რუსეთი, სერბეთი, მონღოლეთი (ჩამონათვალი არასრულია). რუსეთი არის ლიდერი ამ კლასის სახელმწიფოებს შორის. ესე იგი, მულტიპოლარულ სამყაროში ძლევის მანიის ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი.

და დგება მთავარი საკითხი: ვინ არიან მეოთხე ფსიქოტიპის წარმომადგენლები და რა როლი აქვთ მათ ცივილიზაციის განვითარებაში და გამართულად ფინქციონირებაში?

ნოოლოგიის მიხედვით, მართვის მანიის კლასის ერები იმ უნიკალურ ერთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც, ზემოთ ჩამოთვლილი სამი ტიპის ერებისაგან განსხვავებით, “ხედავენ” დანარჩენი სამი კლასის ერებსაც. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მართვის მანიის ტიპის ერები ახერხებენ დაინახონ და გაითვალისწინონ სამი სხვა კლასის ერების ინტერესები.

ნოოლოგიის მიხედვით მართვის მანიის კლასის ერებს შეუძლიათ ერთმანეთში მოარიგონ დანარჩენი სამი სხვა კლასის ერი, სწორედ ეს არის მათთვის ოპტიმალური საერთაშორისო როლი.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ ზემოთ მოყვანილი წინადადება, დავაზუსტებთ: მართვის მანიის კლასის ერს შეუძლია შეასრულოს მომრიგებლის ანუ მოდერატორის როლი და მოახერხოს ცხრომის, ფორმის და ძლევის მანიის კლასის ერების ურთიერთშეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ცოდნის ფარგლებში ასეთი შეთანხმება სრულიად უტოპიურად გამოიყურება.

ის გარემოება, რომ დღეს მართვის მანიის კლასის ერები ვერ ახორციელებენ თავიანთ საერთაშორისო ფუნქციას, იწვევს საერთაშორისო კონფლიქტებს, რომლებიც ბირთვული ომის საშიშროების წინაშე აყენებს მთელ მსოფლიოს. ნოოლოგიის თანახმად, მეოთხე, ე.წ. მართვის მანიის კლასის ერებს წარმოადგენენ ქართველები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, ბასკები და სხვ. დღესდღეობით, საქართველო და ირლანდიის რესპუბლიკა არიან ლიდერები მართვის მანიის კლასის ეროვნულ სახელმწი- ფოებს შორის. მაგრამ იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად მდებარეობს განსხვავებული კლასის ეროვნულ სახელმწიფოთა კვეთის არეალში (ჩრდილო- ეთიდან ძლევის მანიის კლასის ლიდერი რუსეთია, დასავლეთიდან, ანუ ევროპის მხრიდან ცხრომის მანიის კლასის ერების გავლენაა საგრძნობი, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი ძირითადად ფორმის მანიის კლასის ერები ჭარბობს), მას ყველაზე უკეთ შეუძლია სამი სხვადასხვა კლასის ერებს შორის მოდერატორის ფუნქციის შესრულება.

ნოოლოგიაზე დაყრდნობით, ემზარ ხვიჩიას მიერ არის შემუშავებული “ოპტიმალიზმის დოქტრინა”, რომელიც მსოფლიო წესრიგის ახლებურ, ოპტიმალურად მოწყობას ითვალისწინებს, ოთხივე ტიპის ერების თანაბარი მონაწილეობით. ოპტიმალიზმის დოქტრინის მიხედვით, ერთა შორის უნდა მოხდეს ფუნქციური დანაწილება - ოთხივე კლასის ერს მიენიჭოს მისთვის ოპტიმა- ლური საერთაშორისო როლი, რაც საფუძველს დაუდებს ერებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას.

ოპტიმალიზმის დოქტრინის თანახმად, ქართველ ერს, როგორც მართვის მანიის ტიპის ლიდერ ერს, აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი - უზრუნველყოს დანარჩენი ტიპის ერების ურთიერთშეთანხმება, იყოს მედიატორი და მოდერატორი სხვა ტიპის ერთა შორის. ნოოლოგიის შინაარსზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სანამ მსოფლიო არ აღიარებს ქართველი ერის ოპტიმალურ ზოგადასზკაცობრიო როლს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქართველი ერი უნდა იყოს სამ სხვა კლასის ერებს შორის მოდერატორი, ანუ ქართველი ერი არ ჩაერთვება საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების მოგვარებაში, გლობალური პოლიტიკური პროცესები მუდმივად იქნება არაოპტიმალურად განვითარების რისკის ქვეშ.

დასკვნა

დღეს კაცობრიობა ერთიანი თვითრეგულირებადი სისტემაა და მისი რომელიმე მნიშვნელოვანი ელემენტის (რასაც წარმოადგენენ ძირითადად ერები, უმსხვილესი სახელმწიფოები და ძირითადი კორპორაციები) არაოპტიმალურ მოქმედებას ახლავს უდიდესი რისკები, მათ შორის ბირთვული მესამე მსოფლიო ომის სახით. ქართველი ერი განიცდის უცხო ელემენტის ძლიერ ზეგავლენას, რა პირობებშიც შეუძლებელია მან შეძლოს თავისი ოპტიმალური ზოგადსაკაცობრიო ფუნქციის შესრულება, რაც გულისხმობს სამი სხვა კლასის ეროვნულ სახელმწიფოთა შორის მედიატორის როლს. იმისათვის, რომ საქართველომ დაიმკვიდროს მართვის მანიის კლასის ლიდერი ერის სტატუსი, მან უნდა იმოქმედოს თავისი ფსიქოტიპის შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ერს შეასრულოს მსოფლიოში გლობალური პოლიტიკური პროცესების მოდერატორის ფუნქცია. ზემოთქმულის მისაღწევად, ეჭვგარეშეა, რომ საჭიროა ახალი პარადიგმული ნახტომი, რაც მოაგვარებს საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ კრიზისს. ამ საქმეში ქართველმა ერმა უშუალო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ლიტერატურა

  1. პაპოშვილი, მ. (2021). ”პოლიტიკური აზრის კრიზისი საქართველოში”. - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ. https://www.researchgate.net/publication/355338849
  2. ხვიჩია, ე. (1997). ერი როგორც ფილოსოფიური კატეგორია და ონტოლოგიურ- გნოსეოლოგიური პრინციპი. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის კათედრა.
  3. ხვიჩია, ე. (2004). ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია. გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი.
  4. ხვიჩია, ე. (2007). პიროვნება - ერი - ცივილიზაცია, საზოგადოების ოპტიმალური სტრუქტურა ახალი პარადიგმის მიხედვით. თბილისი. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4754/1/Sajaro_Lekcbi.pdf
  5. ხვიჩია, ე. (2009). ნაციონალ-გლობალიზმი (ოპტიმალიზმი) - მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამა (გლობალიზმი 298 ნაციონალური მოდუსით). საერთაშორისო კონფერენცია - “მსოფლიოს ახალი წესრიგი და კავკასია”. თბილისი, სტუ.
  6. ხვიჩია, ე. (2009). ნაციონალ-გლობალიზმი (ოპტიმალიზმი) მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამა. ევრაზიის ინსტიტუტი.
  7. ხვიჩია, ე. (2010). „ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა საქართველოსთვის”. საერთაშორისო კონფერენცია - “ხელისუფლება და საზოგადოება”. თბილისი, სტუ
  8. ხვიჩია, ე. (2011). ნოოსფერო საბოლოო სტაბილიზაციის ზღვარზე”. საერთაშორისო კონფერენცია - “მსოფლიო და კავკასია”. თბილისი, სტუ.
  9. ხვიჩია, ე. (2012). ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო. წარდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000613/D-Khvichia%20E.pdf
  10. ხვიჩია, ე. (2012). ოპტიმალიზმი - ახალი პარადიგმა. http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_46.html
  11. ხვიჩია, ე. (2015). „კავკასიის მომავლის ნოოლოგიური ხედვა”. ივანე ჯავახიშვილის სახე-ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია. თბილისი.
  12. ხვიჩია, ე. (2016). „ნოოლოგია ევროპის ისტორიული როლისა და პერსპექტივების შესახებ”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია. თბილისი.
  13. ხვიჩია, ე. (2020). ნოოლოგია, თვითკმარი არსებობის ლოგიკა, საზოგადოების თვითორ-განიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები. გამომცემლობა “ახალი პარადიგმა”, თბილისი.
  14. ხვიჩია, ე. ფსიქიკური სტიქიები (მოკლე შესავალი). http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_12.html

კატეგორია

ავტორი

მადლენ პაპოშვილი

გამოქვეყნების თარიღი

1 Jul, 2025

ორიგინალური ენა

ქართული

საფუძველზე

PDF

პუბლიკაციები სრულად

CIPRF

ქურთები ირანში

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად ...

ბუხუტი სიჭინავა
ახლო აღმოსავლეთი ირანი ისტორია პოლიტიკა რეგიონი ქურთები და ქურთისტანი
CIPRF

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა...

ირაკლი გაბელია
ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
CIPRF

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში დაარსდა დაახლოებით 300 ...

ლაშა შამათავა
ისტორია კავკასია პოლიტიკა საქართველო
CIPRF

სამხრეთ კავკასია და გლობალური პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიოს გაერთიანება გამოიწვია. ინ...

მადლენ პაპოშვილი
კავკასია პოლიტიკა რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობები

წიგნები სრულად