წინა სტატია
1 Jul, 2025
ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური
შემდეგი სტატია

ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური

კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის მიხედვით განვითარების მესამე საფეხური რწმენითი კატეგორიაა.
ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური

ძირითადი ინფორმაცია

კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის მიხედვით არსებობს განვითარების ოთხი საფეხური, რომელსაც თეორიის ავტორი ნოოფილოგენეზის განვითრების საფეხურებს უწოდებს.

ემზარ ხვიჩია გვთავაზობს ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურიდან მესამე საფეხურზე გადასვლის წინაპირობას – ეს არის ინდივიდის ბიოლოგიურ მოცემულობასა და უნარებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი (გვ.46, აბზ.1);. ხვიჩიას თქმით (გვ.46, აბზ.1).

საქმე არ ეხება, ბიოლოგიის სრულად ვერ გაუქმებას („სული მიჯაჭვული რჩება სხეულზე“), მაგრამ ნოოფილოგენეზური განვითარების აუცილებლობა გვკარნახობს მისი „გადალახვის“ მცდელობას, სულის პრიმატის ფიქსირებას;

შეგვიძლია გამოვყოთ მესამე საფეხურის ნიშნები. ესენია: ა. საზრისის გამოკვეთა, როგორც თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის ფუნქციის უზრუნველყოფა ბიოლოგიური მოცემულობით გენერირებული რეალობის სურათის გარეშე; ბ. მარხვა; გ. დაკრძალვის რიტუალის მკვეთრი ცვლილება; დ. წინა ორივე საფეხურის უარყოფაა; ე. პირველიდან მესამეზე გადახტომის შეუძლებლობა; ვ. ბიოლოგიური საფეხურის გაუქმების თვითმიზნურობა; ზ. რწმენის პრიმატიზაცია; თ. ყოვლისმცოდნეობაზე უარის თქმა; ი. მათემატიკაში, სივრცითი და რაოდენობრივი მიმართებების სინამდვილის საგანთაგან აბსტრაჰირებულად აღქმა; კ. მონოთეიზმისთვის უპირატესობის მინიჭება; ზ. ღმერთის უატრიბუტობა.;

ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებულს როლს „ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე“ ასრულებს რწმენა. ამ საფეხურის მთავარი გამოხატულება, მთავარი ფენომენოლოგიური სახე, არის, ხვიჩიას მიხედვით (გვ.48, აბზ.1), რელიგია; ნოოიდი ამ საფეხურზე იწყებს რწმენაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობრივი სიტემის განსაზღვრულ რეალობაში არსებობას, რაც მოითხოვს რელიგიურ წარმოდგენათა სისტემურ მთლიანობას, ლოგიკურ სისრულესა და ვით-შეთანხმებულობას.„ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური არის საზოგადოების მიერ საკუთარი ყოფიერების სისტემატიზებულად წარმოდგენა და ამ წარმოდგენის შესაბამისად ცხოვრება, მიუხედავად არსებული რეალობის წინააღმდეგობისა, რითაც ვლინდება და ძლიერდება სინამდვილის ფუნდამენტურად შეცვლის უნარი, რაც შესაძლებელია ნოოსფეროს განვითარების არსს წარმოადგენდეს. ამრიგად, რაც უფრო მეტია ხსენებული წინააღმდეგობა ანუ რელიგიური წარმოდგენებსა და სინამდვილის შეგრძნებად-აღქმად სურათს შორის ურთიერთ-შეუსაბამობა, მით უფრო უკეთ პასუხობს რელიგია თავის ნოოფილოგენეზურ დანიშნულებას“ (გვ.48, აბზ.1);

ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე, ხვიჩიას თქმით (გვ.49, აბზ.3), უპირატესობა ენიჭება მონოთეიზმს; უპირატესობა ენიჭება უატრიბუტო სულად თვით-იდენტიფიცირულ პიროვნებასთან ურთიერთობისთვის, ღმერთს არავითარი ატრიბუტი არ სჭირდება;

ჩნდება შეკითხვა: არის თუ არა რაიმე ამ საფეხურზე არარელიგიური? პასუხია: კი. მართალია, „მესამე საფეხური“ რელიგიურია, მაგრამ მასში ვხვდებით „არა-რელიგიურ“ მომენტებსაც; შუა-საუკუნეების აზიელი და მე-16—მე-17 საუკუნის ევროპელი მათემატიკოსების მიღწევები მოიცავდნენ სივრცული და რაოდენობრივი მიმართების სინამდვილის საგნებისგან აბსტრაჰირებულად წარმოდგინებას: ალგებრა, ანალიზური გეომეტრია, მათ-ანალიზი – „მესამე საფეხურის“ პირმშოა, ხვიჩიას მიხედვით (გვ.49, აბზ.2);

აღსანიშნავია, რომ ნოოლოგიის მიხედვით, საფეხურებზე ნახტომი არ ხდება: პირველიდან პირდაპირ ვერ გადავალთ მესამე საფეხურზე – საჭიროა მეორეს გავლაც (გვ.47, აბზ.3).

კატეგორია

ავტორი

ოთარ ჭულუხაძე

გამოქვეყნების თარიღი

1 Jul, 2025

ორიგინალური ენა

ქართული

საფუძველზე

PDF

პუბლიკაციები სრულად

CIPRF

ქურთები ირანში

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად ...

ბუხუტი სიჭინავა
ახლო აღმოსავლეთი ირანი ისტორია პოლიტიკა რეგიონი ქურთები და ქურთისტანი
CIPRF

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა...

ირაკლი გაბელია
ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
CIPRF

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში დაარსდა დაახლოებით 300 ...

ლაშა შამათავა
ისტორია კავკასია პოლიტიკა საქართველო
CIPRF

სამხრეთ კავკასია და გლობალური პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიოს გაერთიანება გამოიწვია. ინ...

მადლენ პაპოშვილი
კავკასია პოლიტიკა რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობები

წიგნები სრულად