საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ძნელია წარმოვიდგინოთ საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, განსხვავებული ნააზრევი, როგორიც არის ილია ჭავჭავაძის “საერთო ნიადაგის” თეორია (ქვემოთ - სნთ) და ემზარ ხვიჩიას “კვანტური რელატივისტური ნოოლოგიაა” (ქვემოთ - ნოოლოგია).
სანამ თავად შინაარსის შედარებით ანალიზზე გადავალთ, მოკლედ შეიძლება შევეხოთ თავად ავტორებს: ალბათ არ მოიძებნება ისეთი ქართველი, ვისაც არ გაუგია ილია ჭავჭავაძის შესახებ. ამავე დროს, რამდენიმე ათასმა ქართველმა თუ იცის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ემზარ ხვიჩიას ვინაობა.
ილია ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.
რაც შეეხება ემზარ ხვიჩიას, ის დაიბადა, საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საბჭოთა საქართველოში. ემზარ ხვიჩიამ ჯერ მიიღო თეორიული ფიზიკის სპეციალისტის დიპლომი, მოგვიანებით კი გახდა სოციალური მეცნიერებების დოქტორი.
ილია ჭავჭავაძეს ცხოვრების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან და გავლენიან თანამდებობაზე უმუშავია. ამავე დროს, როგორც ბელეტრისტი და პუბლიცისტი იყო ძალიან პროდუქტიული, მისი შემოქმედება მოცულობით საკმაოდ სოლიდურია და რომ არა საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური მოღვაწეობა, სავარაუდოდ, 2 თუ 3-ჯერ მეტი მასალაც ექნებოდა დაწერილი.
ემზარ ხვიჩია კი ძირითადად თვითდასაქმებული იყო და სადოქტორო დისერტაციასა და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან ერთად სულ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან განსხვავებულია მათი წერის მანერა - ილია ჭავჭავაძე წერდა პრაქტიკულად ყველასთვის გასაგებ ენაზე, ამასთან, მისი სტილი მეტწილად პროზაული და მხატვრული ხერხებით გაჯერებული გახლდათ. ემზარ ხვიჩია კი წერს მეცნიერული სტილით, საკმაოდ რთულია მისი ნაშრომის გაგება (თუკი მის მიერ შემუშავებულ ტერმინოლოგიას არ იცნობ, შეუძლებელიცაა) და მხატვრულ მეთოდებს საერთოდ არ იყენებს.
ცხადია, ამით არ ამოიწურება განსხვავება ამ ორ უდიდეს ქართველს შორის. ამავე დროს, არც ისეა საქმე, რომ მათ არაფერი ჰქონდეთ საერთო. მაგალითად, ემზარ ხვიჩია 1987-89 წლებში იყო “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი” და დამფუძნებელი კრების მონაწილე. პოლიტიკაში მონაწილეობა კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების გარეშე, საკითხების ღრმად შესწავლა, პატრიოტული სულისკვეთება, პრინციპულობა და აკადემიური კატეგორიულობა - ესეც ორივეს მკაფიოდ ახასიათებს.
აქ შევწყვეტ ზემოხსენებული ავტორებს შორის განსხვავება-მსგავსების ანალიზს და გადავალ მათ მიერ შექმნილი ძირითადი ნაშრომების ანალიზზე.
სანამ უშუალოდ შინაარსის შედარებით ანალიზზე გადავალ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ნიადაგის თეორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ილია ჭავჭავაძის თითქმის მთელი შემოქმედება, იქნება ეს პუბლიცისტიკა თუ ბელეტრისტიკა. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ემზარ ხვიჩიას შესახებ - პრაქტიკულად მისი ყველა ნაშრომი ან ნოოლოგიის შინაარსის ნაწილს წარმოადგენს, ან ნოოლოგიის შინაარსიდან გამომდინარეობს, ან ნოოლოგიის შინაარსის მიღებას ემსახურება.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ემზარ ხვიჩიას “კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის” ძირითადი შინაარსი გადმოცემულია მის მიერ დაწერილ რამდენიმე მონოგრაფიაში. ამავე დროს, თავად თეორიის სახელწდოება ავტორისეულია.
რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის “საერთო ნიადაგის” თეორიას - ეს დასახელება ილია ჭავჭავაძეს არ ეკუთვნის და ამ თეორიის შექმნაში მონაწილეობდა მის გარდა არაერთი ქართველი, მათ შორის: არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ რობაქიძე და სხვები.
რაც შეეხება შინაარსის სპეციფიკას - ემზარ ხვიჩიას ნოოლოგია მეცნიერული თეორიაა, ხოლო ილია ჭავჭავაძის საერთო ნიადაგის თეორია წარმოადგენს ეკლექტურ კრებულს, რომელიც შეიცავს მინიმუმ სამი სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიიდან აღებულ იდეებს.
საერთო ნიადაგის თეორია ძირითადად ეხება პრაქტიკულ საკითხებს ემპირიული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ნოოლოგიით კი დადგენილია საზოგადოების თვითორგანიზებისა და ცვლის კანონები და მისი შინაარსიდან ლოგიკურად არის მიღებული ე.წ. ოპტიმალიზმის დოქტრინა, ანუ კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს მოწყობის ახალ მოდელსა და ოპტიმალური პოლიტიკური ორგანიზებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელ პრინციპებს მოიცავს/აერთიანებს.
სნთ ძირითადად ეხება ქართველი ერის პრობლემებს, ხოლო ნოოლოგია ეხება, როგორც ქართველი ერის საკითხებს, ასევე არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) ზოგადსაკაცობრიო საკითხებს და ქართველი ერის ოპტიმალურ როლის ძიებას კაცობრიობის ფარგლებში.
სნთ მხოლოდ და მხოლოდ ძველ პარადიგმებს იყენებს და არ წარმოადგენს მეცნიერულ პროდუქტს, მით უმეტეს, არ გვთავაზობს არც მეცნიერულ სიახლეს და ვერც ახალ მეცნიერულ პარადიგმას აფუძნებს. სრულიად საპირისპიროა ნოოლოგია - ის მეცნიერული თეორიაა, მეცნიერული კვლევისა და ძიების პროდუქტია, ახალი მეცნიერული დარგია. ამავე დროს, ის არა მარტო მეცნიერულ სიახლეს გვთავაზობს, არამედ სრულიად ახალ მეცნიერულ პარადიგმას ამკვიდრებს.
ამ გადმოსახედიდან, ნოოლოგიით შემოთავაზებული პარადიგმის სიახლის მასშტაბი შეიძლება შევადაროთ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფიზიკაში ფარდობითობის თეორიის და კვანტური მექანიკის ფარგლებში შემოთავაზებული მეცნიერული სიახლეების მასშტაბებს.
სნთ აქცენტს აკეთებს ისეთი იდეოლოგიის ან იდეათა ნაკრების მიღებაზე, რომლის საფუძველზეც ქართველი ერი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას და განვითარებას შეძლებდა. ნოოლოგია კი ფუნდამენტურად სცდება იდეოლოგიურ მასშტაბებს და აჩვენებს, როდის და რა პირობებში რომელი იდეოლოგია შეიძლება წარმოიშვას და განვითარდეს. ნოოლოგია ასევე აჩვენებს, რა ოპტიმალური ზოგადსაკაცობრიო როლი შეიძლება იკისროს ქართველმა ერმა. ამავე დროს, ნოოლოგია არ იკეტება ერის, როგორც ეთნიკურ-კულტურული თუ ისტორიული წარმონაქმნის მასშტაბში და ის აჩვენებს, რომ მიუხედავად ამ ფაქტორების მნიშვნელობისა, დომინანტური ფაქტორი არის მენტალიტეტი, რომელიც გენერირდება ფსიქიკური (ახალი ტერმინებით ნოოტიპური) ფაქტორების მიხედვით.
სნთ-ის განუყოფელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ილიას მიერ შემოთავაზებული თეზა: “მამული, ენა, სარწმუნოება”. 21-ე საუკუნეში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ შემოგვთავაზა ახალი თეზა: “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”. ნოოლოგიის მიხედვით კი მიიღება თეზა: “პიროვნება, ერი, კაცობრიობა”. ამავე დროს, ნოოლოგია აჩვენებს, რა ორგანული კავშირია ამ სამ ფენომენს შორის და მეცნიერულად აზუსტებს მათ დეფინიციებს.
ძალიან საინტერესოა სნთ-ის ისტორიული და გნოსეოლოგიური საფუძვლები, რაც პეტრე იბერიდან მოდის. პეტრე იბერის მიხედვით “დაპირისპირებულთა ბედნიერი მორიგება” არის უმთავრესი ზოგადსაკაცობრიო ფუნქცია, რომელიც ყველაზე რთულია და ყველაზე ღირსეულიც. ნოოლოგიის მიხედვით კი მტკიცდება, რომ ქართველი ერი წარმოადგენს ე.წ. მართვის მანიის კლასის ერს, რომლის ძირითადი ოპტიმალური როლია “განსხვავებულთა შორის თანხმობის პროცესების მართვა (მოდერაცია)”.
ნოოლოგია აჩვენებს, რომ შემთხვევით არ წარმოშობილა ქართულ გარემოში პოლიფონია, რაც განსხვავებულთა თვითრეალიზაციის მკაფიო ფენომენს წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ნოოლოგია ხსნის, თუ რა ფენომენია ქართული სუფრა და რატომ აქვს ყოველ მეორე ქართველს, თუნდაც მხოლოდ ხუთი კლასის განათლების მქონეს, თამადობის უნარ-ჩვევები. არადა, ამ ფუნქციის შესრულება შესაბამის დონეზე ნებისმიერ გერმანელ სოციოლოგიის დოქტორსაც კი გაუჭირდება, სანამ შესაბამის პრაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნას არ მიიღებს.
საერთო ნიადაგის ნაცვლად ილია იყენებდა შემდეგ ტერმინებს: “წოდებათა შერიგება”, “კლასობრივი თანამშრომლობა”, “ერთნებობა-თანადგომა”. ნოოლოგიის მიხედვით კი მტკიცდება, რომ, მართალია, ქართველი ერი ვერ მიდის ისეთ საბოლოო შეთანხმებამდე, რაც შემდეგ სამოქმედო პრინციპებად შეიძლება წარმოგვიდგეს, მაგრამ ამავე დროს, ის, რის მიმართაც ქართველებს, ქართველ ერს აქვს მისწრაფება, ეს არის თანხმობის პროცესების წარმართვა.
სნთ უპირისპირდებოდა მარქსიზმს და დგას კლასობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობის პოზიციაზე. ამავე დროს, სნთ-ის მიხედვით ძირითადი ისტორიული სუბიექტია ერი და არა - კლასი. ნოოლოგიით კი დადგენილია, რომ მარქსიზმი და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კლასობრივი ბრძოლის ჭრილში გააზრება ოთხიდან ერთ-ერთი კლასის ერისთვის (ძლევის მანიის კლასის ერისთვის, რომელშიც ლიდერია რუსი ერი) ბუნებრივად დამახასიათებელი ფენომენებია. ნოოლოგია ასევე აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი გლობალური იდეოლოგია (ასევე მათი ვარიაციები), როგორებიც იყო მარქსიზმი (მისგან გამომდინარე კომუნიზმი), ფაშიზმი (მასთან ერთად შეიძლება ვიგულისხმოთ ნაციზმიც) და ლიბერალიზმი (მასთან ერთად შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნეო-ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი და სხვ.) ცდილობს მსოფლიოში გაბატონებას, სინამდვილეში წარმოადგენენ სამი სხვადასხვა ინსტიტუციური კლასის ერების (ფორმის მანიის კლასის, ძლევის მანიის კლასის და ცხრომის მანის კლასის) სხვადასხვა ფაზებში მოცემულ რეალიზაციებს.
ილიას აზრით, დაუშვებელია ომი რუსეთთან. ნოოლოგიის მიხედვით კი ქართველებს შეგვიძლია ისეთი მსოფლიო მოწყობის პროექტი შევთავაზოთ მსოფლიოს, რომლის ფარგლებში ყველა დიდ ეროვნულ სახელმწიფოს (პირველ რიგში აქ იგულისხმება აშშ, რუსეთი და ჩინეთი) შეუძლია კონსტრუქციული როლის თამაში საერთაშორისო პოლიტიკაში და სამივე მათგანი შეიძლება გახდეს ჩვენი, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი.
ილიას აზრით, სრულიად შესაძლებელია რელიგიისა და მეცნიერების მორიგება. ნოოლოგიით კი ნაჩვენებია, რომ ადამიანის განწყობაში აუცილებელიც კია, როგორც რელიგიური, ანუ რწმენითი ასპექტი, ასევე მეცნიერული ასპექტი იყოს წარმოდგენილი. ნოოლოგია აჩვენებს, რომ ეს ასპექტები კაცობრიობის ისტორიაში და ანალოგიურად ადამიანის, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის შემთხვევაშიც გარკვეული რიგითობით ყალიბდება - ჯერ რელიგიური ასპექტი უნდა ჩამოყალიბდეს და დასტაბილურდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს მეცნიერული ასპექტი. ამავე დროს, ნოოლოგია აჩვენებს, რომ ამ ასპექტებს შორის წინააღმდეგობა დროებითია და ძირითადად მაშინ გვხდება, როცა ახალი ასპექტის ჩამოყალიბება იწყება.
სნთ - კავკასიის ნეიტრალიტეტის პრინციპს იზიარებს. ნოოლოგიის და ოპტიმალიზმის მიხედვით კი საქართველო უნდა იყოს მსოფლიო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტი, რომელსაც, ცხადია, არანაირი რესურსი არ ექნება, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სამხედრო, არც დემოგრაფიული, არც ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის ჰეგემონობის. მაგრამ, ამავე დროს, ქართველი ერს შეუძლია სხვა სამი კლასის ერებს შორის თანხმობის პროცესების მოდერაცია (სწორედ ესაა ოპტიმალური).
აღსანიშნავია, რომ ილიას ეკუთვნის ნაწარმოები “კაცია ადამიანი?!” ნოოლოგიით კი ავტორი აჩვენებს, რომ ადამიანი სხვა ფენომენია, პიროვნება კი სხვა. და თუ ადამიანი სოციალურ-კულტურულ გარემოში არ გაიზარდა, ის ვერ იქცევა პიროვნებად. ამის კონკრეტული მაგალითია მაუგლი - ადამიანი, რომელიც მგლებმა გაზარდეს. მაუგლი, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად ადამიანის სახეობის წევრი იყო, ის არ იყო პიროვნება, ანუ კულტურული საზოგადოების წევრი, მას არ ახასიათებდა დანაწევრებული მეტყველებაც კი, მორალსა და ზნეობაზე საუბარიც ზედმეტია.
სნთ, როგორც ილიალოგები აცხადებენ, ოცზე მეტი პრინციპისგან შედგება. აქვე აღვნიშნავ, რომ ერთიანად ამ პრინციპების მოძიება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა, საყურადღებოა ის, რომ ნოოლოგიით ხერხდება სნთ-ის სისტემური ანალიზი - რა გარემოში და როგორ შეიძლებოდა ის ჩამოყალიბებულიყო, რატომ შეიძლებოდა მოეპოვებინა გარკვეული პოპულარობა და რატომ იჩინა თავი მწვავე დაპირისპირებამ ილიასა და მარქსისტებს შორის.
დასკვნა
ილია ჭავჭავაძის “საერთო ნიადაგის” თეორია მთლიანობაში მოძველებულია, ემზარ ხვიჩიას კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის შინაარსით მიღებული ოპტიმალიზმის დოქტრინა კი იძლევა შანსს, ქართველი ერი იქცეს საერთაშორისო სისტემის სუბიექტად, მოიპოვოს მისთვის ოპტიმალური საერთაშორისო როლი; ეს ყველაფერი კი გამოიწვევს, როგორც ქართველი ერის გააქტიურებას და აღზევებას, ასევე საერთაშორისო სისტემაში პროცესების წაყვანას ოპტიმალური მიმართულებით.
ბიბლიოგრაფია
- Ryn 2003: Claes G. Ryn., A COMMON HUMAN GROUND, Universality and Particularity in a Multicultural World. University of Missouri Press, Columbia, 2003 - https://drive.google.com/drive/recent
- ბატიაშვილი 2012: ბატიაშვილი ე. ციკლი - "საუბრები ილია მართალზე". ილია ჭავჭავაძე და საქართველო: - რანი ვიყავით, - რანი ვართ, - რად შეიძლება ვიქმნეთ! თბილისი, 2012 - https://elfiles.emis.ge/uploads/14477/conversions/Saubrebi_Ilia_Martalze-compressed.pdf
- ბატიაშვილი 2015: ბატიაშვილი, ე. პეტრე იბერი: „საერთო ნიადაგის“ თეორიის ისტორიული და გნოსეოლოგიური ფესვები. თბილისი, 2015 - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/134297/1/Petre_Iberi.pdf
- ბატიაშვილი 2017: ბატიაშვილი ე. ილია და საქართველო მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: – რანი ვიყავით; – რანი ვართ; – რად შეიძლება ვიქმნეთ. თბილისი, 2017 - IliaDaSaqartveloMemkvidreobaDaTanamimdevroba.pdf (nplg.gov.ge)
- ბაქრაძე 2011: ბაქრაძე ა., ილია ჭავჭავაძე, თბილისი, 2011.
- ბუაძე 2017: ბუაძე თ. ქრისტიანული ფასეულობები და საქართველოს თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა ილია ჭავჭავაძის მიხედვით. სტატია ჟურნალიდან “გული გონიერი”, 2017 - ქრისტიანული ფასეულობები და სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა (orthodoxtheology.ge)
- გაფრინდაშვილი 1959: გაფრინდაშვილი მ., ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წ. 1., თბილისი, 1959.
- გაფრინდაშვილი 1976: გაფრინდაშვილი მ., ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 1967.
- გაფრინდაშვილი 1987: გაფრინდაშვილი მ., ეროვნული და კლასობრივი ილია ჭავჭავაძის განმანათლებლურ-რევოლუციურ-დემოკრატიულ და უტოპიურსოციალისტურ მსოფლმხედველობაში, თბილისი, 1987.
- გაფრინდაშვილი 1988: გაფრინდაშვილი მ., ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წ. 3., თბილისი, 1988.
- გაჩეჩილაძე 2003: გაჩეჩილაძე რ., ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, თბილისი, 2003.
- გოგიაშვილი 2001: გოგიაშვილი ო., ილია ჭავჭავაძე პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ, თბილისი, 2001.
- გოგიაშვილი 2008: გოგიაშვილი ო., ილია დღეს, თბილისი, 2008
- გურული 2008: გურული ვ., ეროვნული ცნობიერება, სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური ორიენტაცია, თბილისი, 2008.
- დონაძე 1970: დონაძე ვ., ქართველი სამოციანელები ახალი ისტორიის პრობლემათა შესახებ, თბილისი, 1970.
- ვაჟა-ფშაველა 1905: პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, გაზეთი „ივერია“, N 172. 1905
- ვარდოსანიძე 2004: ვარდოსანიძე ს., ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები, თბილისი, 2004.
- ვერულავა 2010: ვერულავა თ. გურამ თევზაძე - “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”. ბურუსი, 2010 - https://burusi.wordpress.com/2010/10/27/guram-tevzadze/
- ილია და „საერთო ნიადაგის“ თეორია. ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს (1837-2014) - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა „ილიალოგთა კლუბი“ - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/76558/1/IliaDaSaertoNiadagisTeoria.pdf?fbclid=IwAR1_gUWuekqaNWp4m962C2hqV2YLlAxsStzDZXbZFupM6mq67KZDz-wPGL0
- ილია ჭავჭავაძე 2007 ა: ილია ჭავჭავაძე, პარლამენტი თუ სამინისტრო, პუბლიცისტური წერილები 1887 (თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად), რედაქტორი გიორგი ციციშვილი, თბილისი, 2007.
- ილია ჭავჭავაძე 2007 ბ: ილია ჭავჭავაძე, დაძაბული პოლიტიკური ვითარება ევროპაში, პუბლიცისტური წერილები 1887 (თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად), რედაქტორი გიორგი ციციშვილი, თბილისი, 2007.
- ჟურნალი - ჩემი სამყარო, 2014 წელი, N6 - https://www.gfsis.org/files/my-world/6/tsereteli.pdf
- ქავთარაძე 2009: ქავთარაძე გ., ილია ჭავჭავაძის იდეების ტრანსლოკაცია პოსტკოლონიურ საქართველოში, თბილისი, 2009
- ქავთარაძე 2012: ქავთარაძე გ. დასავლური ღირებულებები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აზროვნებაში (პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მოდელი) XIX საუკუნის 60-იანი წლები – XX საუკუნის დამდეგი. ნაშრომი შესრულებულია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი, 2012 - http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/gqavtaradze.pdf
- ქიქოძე 1985: ქიქოძე გ., წერილები ესსეები ნარკვევები, თბილისი, 1985.
- შარაძე 1990: შარაძე გ., ილია ჭავჭავაძე 1837-1907 ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება წიგნი II, თბილისი, 1990.
- ჩხეიძე: საერთო ნიადაგის თეორიის კრიზისი - https://drive.google.com/file/d/1gj3Ki8I1-M5pcYaWE3wkLOhsbTX0N3ze/view
- წერეთელი 1906: წერეთელი მ., პასუხი პროტესტანტებს. ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, სახ. თავ.-აზნაურობისა, თბილისი, 1906 - https://web.archive.org/web/20130517153312/http://lib.ge/book.php?author=1757&book=10659
- წერეთელი 1990: წერეთელი მ., ერი და კაცობრიობა, თბილისი, 1990. - https://iberiana.wordpress.com/iberiana/vedreba/#9
- წინაპართა შეგონებანი - წმინდა ილია მართალის შეგონებანი - https://iberiana.wordpress.com/iberiana/vedreba/#9
- ჭავჭავაძე 1871: ჭავჭავაძე ი., მგზავრის წერილები, კრებული, 1871, №2 და №5.
- ჭავჭავაძე 1886: ჭავჭავაძე ი., ლუარსაბ წამებული, ივერია, 22 იანვარი, 1888, №133.
- ჭავჭავაძე 1887: ჭავჭავაძე ი., რა არის თავისუფლება, ივერია, 26 ივნისი, 1887.
- ჭავჭავაძე 1888ა: ჭავჭავაძე ი., ქართველი ერი და ღვაწილი წმინდა ნინოსი, ივერია, 14 იანვარი, 1888, №9.
- ჭავჭავაძე 1888ბ: ჭავჭავაძე ი., დავით აღმაშენებელი, ივერია, 24 იანვარი, 1888, №17. 183
- ჭავჭავაძე 1955: ჭავჭავაძე ი., ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, თავი V, თბილისი, 1955
- ჭავჭავაძე 1984: 547. ჭავჭავაძე ი., ოსმალოს საქართველო, თხზულებანი, თბილისი, 1984
- ჭავჭავაძე 1996: ჭავჭავაძე ი., თხზულებანი, ტ. IX, თბილისი, 1996
- ჭავჭავაძე 1997: ჭავჭავაძე ი., ამას ვამბობ და ვღაღადებ, ქუთაისი 1997
- ხვიჩია 1997: ხვიჩია ე., ერი როგორც ფილოსოფიური კატეგორია და ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური პრინციპი. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის კათედრა. თბილისი, 1997
- ხვიჩია 2004: ხვიჩია ე., ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია. გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი. 2004
- ხვიჩია 2007: ხვიჩია ე., პიროვნება - ერი - ცივილიზაცია, საზოგადოების ოპტიმალური სტრუქტურა ახალი პარადიგმის მიხედვით. თბილისი, 2007 - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4754/1/Sajaro_Lekcbi.pdf
- ხვიჩია 2009: ხვიჩია ე., ნაციონალ-გლობალიზმი (ოპტიმალიზმი) - მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამა (გლობალიზმი ნაციონალური მოდუსით). საერთაშორისო კონფერენცია - “მსოფლიოს ახალი წესრიგი და კავკასია”. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2009
- ხვიჩია 2010: ხვიჩია ე., „ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა საქართველოსთვის”. საერთაშორისო კონფერენცია - “ხელისუფლება და საზოგადოება”. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2010
- ხვიჩია 2011: ხვიჩია ე., ნოოსფერო საბოლოო სტაბილიზაციის ზღვარზე”. საერთაშორისო კონფერენცია - “მსოფლიო და კავკასია”. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2011
- ხვიჩია 2011: ხვიჩია ე., „ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული ენა”. საერთაშორისო კონფერენცია - „ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში”. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2011
- ხვიჩია 2012: ხვიჩია ე., ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო. წარდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი, 2012 - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000613/D-Khvichia%20E.pdf
- ხვიჩია 2012: ხვიჩია ე., ოპტიმალიზმი - ახალი პარადიგმა. 2012 http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_46.html
- ხვიჩია 2012: ხვიჩია ე., საქართველო მიმდინარე ეტაპზე. 2012 http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_0.html
- ხვიჩია 2012: ხვიჩია ე., სტალინის ფენომენი. 2012 http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_17.html
- ხვიჩია 2015: ხვიჩია ე., „კავკასიის მომავლის ნოოლოგიური ხედვა”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია. თბილისი, 2015
- ხვიჩია 2016: ხვიჩია ე., „ნოოლოგია ევროპის ისტორიული როლისა და პერსპექტივების შესახებ”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია. თბილისი, 2016
- ხვიჩია 2020: ხვიჩია ე., ნოოლოგია, თვითკმარი არსებობის ლოგიკა, საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები. გამომცემლობა “ახალი პარადიგმა”, თბილისი, 2020
- ხვიჩია: ხვიჩია ე., ფსიქიკური სტიქიები (მოკლე შესავალი). http://noosphereinstitutegeorgia.blogspot.com/p/blog-page_12.html
- ხუნდაძე 1949: მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის, შემდგენელი სიმონ ხუნდაძე, რედ: ლევან ასათიანი, თბილისი, 1949.
- ჯავახიშვილი 1919: ჯავახიშვილი ივ., დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თბილისი, 1919.
- ჯავახიშვილი 1938: ჯავახიშვილი ივ., ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1938.
- ჯავახიშვილი 1977: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწელობა (V-XVIII სს.), ტომი VIII, რედაქტორი მ. ლორთქიფანიზე, თბილისი, 1977.
- ჯავახიშვილი 1977: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ.VIII, თბილისი, 1977.
- ჯავახიშვილი 1983: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1983.
- ჯავახიშვილი 1998: ჯავახიშვილი ი., აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოსა და სომხეთის ისტორიის მონაცემები, ტომი XII, რედაქტორი რ. მეტრეველი, თბილისი, 1998.
- ჯავახიშვილი 1998: ჯავახიშვილი ივ., მამულიშვილობა და მეცნიერება, თხზულებანი, ტომი XII, რედაქტორი რ. მეტრეველი, თბილისი, 1998.
- ჯორჯაძე 1901: ჯორჯაძე ა. პუბლიცისტი - ილია ჭავჭავაძე. თბილისი, 1901 - https://www.gdi.ge/uploads/other/1/1220.pdf
- ჯორჯაძე 1911: ჯორჯაძე ა. თხზულებანი არჩილ ჯორჯაძისა, წიგნი პირველი: ეროვნულ პრობლემების გარშემო. ელექტრო-მბეჭდავი "სორაპანი", ტფილისი, 1911 - http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/7372/1/Archil%20Jorjadze%201-1911.pdf
ჯორჯაძე 2010: ჯორჯაძე ა. წერილები, წინასიტყვაობა ლევან ღამბაშიძისა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2010 - https://iliauni.edu.ge//ge/ajax/downloadFile/9959/5._არჩილ_ჯორჯაძე_.pdf