ნოოლოგიის, როგორც თეორიის, ერთ-ერთი ღირსება გახალვთ ის, რომ თეორიული განაზრებებების კვალად გვთავაზობს საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ ხედვებს, რომელსაც „ოპტიმალიზმის დოქტრინა“ ეწოდება. თავად სახელი „ოპტიმალიზმი“ გულისხმობს ნოოლოგიის როგორც თეორიის შედეგების გამოყენების არსს – ე.ი. იმას, რომ საერთაშორისო წესრიგი უნდა მოეწყოს ოპტიმალურად, ანუ ნოოლოგიის შედეგების გამოყენებით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ერებმა ცივილიზაციურ მთლიანობაში უნდა შეასრულონ თავისი ფუნქცია; მაგალითად, „ცხრომის მანიის“ ამერიკელმა ერმა უნდა ითავოს სავაჭრო-საბანკო სეტორის როლი, „ძლევის მანიის“ რუსმა ერმა უნდა იტვირთოს კონფლიქტების სამხედრო გადაჭრის (აუცილებლობის შემთხვევაში) ფუნქცია. ოპტიმალიზმის დოქტრინა ამბობს, რომ მისი გამოყენების გარეშე, რაც საფუძველია ერთა მხრიდან საკუთარი ნოოტიპური არსის გაგებისა, საფრთხე ნარჩუნდება, რომ ერებმა გამოიყენონ ატომური იარაღი, ან სულ მცირე, იყოს უამრავი ომი, რადგან არ არსებობს „თამაშის წესები“ (ე.ი. თეორიულ-პრაქტიკული მოდელი საერთაშორისო ურთიერთობისა) „გლობალურ სოფელში“, საერთო გლობალიზებულ ცივილიზაციაში.