ჩვენი ცენტრის მეცნიერ-მკვლევარს ნიკოლოზ ბიწაძეს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა. 2017 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო ნარჩენების გადაზიდვა-უტილიზაციის საკითხების კვლევით იყო დაინტერესებული. 2018 წელს მან სწავლა გააგრძელა რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სადაც წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი სახელწოდებით - „აშშ-ს პოლიტიკა ავღანეთში 2001 წლის სექტემბრის შემდეგ“.
2023 წელს ნიკოლოზ ბიწაძე რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და რეგიონმცოდნეობის კანდიდატი გახდა. იგი აქტიურად იკვლევდა საქართველოში ამ დროისთვის მოქმედი გენდერული პოლიტიკის ეფექტიანობას.
სხვადასხვა პერიოდში ნიკოლოზ ბიწაძეს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული. გაეროს მოდელირების პროექტის ფარგლებში იგი მრავალჯერ იყო სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამპლუაშიც. ამჟამად, ნიკოლოზ ბიწაძე საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მეცნიერ-მკვლევარია. იგი აქტიურად არის ჩართული კვლევით და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროცესში, აქვეყნებს ნაშრომებს და უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს სხვადასხვა მიმართულებით: გენდერული პოლიტიკა, გეოპოლიტიკის შესავალი, სახელმწიფო მართვის თეორია.

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.კვლევითი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო პოლიტიკა; საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი; გლობალური მმართველობა; პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები; მმართველობის დემოკრატიული მოდელები; პოლიტიკური კულტურა; პოლიტიკური ელიტები; გეოპოლიტიკა; სახელმწიფოს უსაფრთხოება; პოსტსაბჭოთა საქართველო; საქართველოს უახლესი ისტორია; დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის თეორიები; პოლარიზაცია; გლობალიზაცია და ნაციონალიზმი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.საკვლევი თემა: პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები
თსუ - ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი - ინგლისური ენა.
20 აგვ, 2024
2025 წლის მაისის მდგომარეობით, ტრამპის მეორე ვადა მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მართვაში. ტრამპმა უარი თქვა ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ინიციატივაში მონაწილეობაზე. ...