დავით ბარათაშვილი
სახელი

დავით ბარათაშვილი

დაბადების თარიღი

1992

ეროვნება

საქართველო

მოკლე აღწერა

დავით ბარათაშვილის სადოქტორო დისერტაცია „სოციალური ქსელი და მათი გავლენა მოქალაქეთა პოლიტიკურ განწყობებზე“ იკვლევს ციფრული სამყაროს გავლენას სოციუმზე და სახელმწიფოზე. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ პრეცედენტებზე, თუ როგორ ცვლის სოციალური ქსელები და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სამყაროს შესახებ წარმოდგენებს. ნაშრომში განხილულია მათი მზარდი გავლენა მოქალაქეებზე და ამ გავლენისაგან გამოწვეული შედეგები.

დისერტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული ტექნოლოგიის იმ მახასიათებლებს, რაც განწყობის დონეზე დამოკიდებულებასა და მიჩვევას იწვევს, რის შედეგადაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის ფორმები, რეალობის აღქმები და მსოფლმხედველობა იცვლება. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენები სოციუმზე იზრდება, რასაც პოლიტიკური მოცემულობის ტრანსფორმაციაც სდევს თან, რადგან წინა პლანზე სოციალური ტექნოლოგიის მფლობელი კომპანიები გამოდიან.

ნაშრომში გაანალიზებული იქნება ციფრული ტექნოლოგიების როლი მოქალაქეთა კოლექტიური გონის განვითარებაში და კოლექტიური გონის ფილოგენეზში ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ბიოგრაფია დისერტაციები სტატია ბლოგი

2020 - დღემდე

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.კვლევითი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო პოლიტიკა; საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი; გლობალური მმართველობა; პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები; მმართველობის დემოკრატიული მოდელები; პოლიტიკური კულტურა; პოლიტიკური ელიტები; გეოპოლიტიკა; სახელმწიფოს უსაფრთხოება; პოსტსაბჭოთა საქართველო; საქართველოს უახლესი ისტორია; დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის თეორიები; პოლარიზაცია; გლობალიზაცია და ნაციონალიზმი.

2019 - 2023 წწ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.საკვლევი თემა: პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები

1993 - 1996 წწ.

თსუ - ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი - ინგლისური ენა.