ბუხუტი სიჭინავა
სახელი

ბუხუტი სიჭინავა

დაბადების თარიღი

1995

ეროვნება

საქართველო

მოკლე აღწერა

ბუხუტი სიჭინავას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იმავე უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მას საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია სახელწოდებით: წყლის რესურსები და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკაზე.

ბუხუტი სიჭინავა 2019-2023 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო თემის სახელწოდებაა "ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა: გამოწვევები და პერსპექტივები". იგი დისერტაციის ფარგლებში მიმოიხილავს ქურთების პრობლემატიკის ისტორიას, აანალიზებს თანამედროვე რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და იკვლევს ქურთული სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივებს. კვლევის პროცესში იგი იყენებს  კვლევის რელევანტურ მეთოდებს და სხვადასხვა თეორიული პერსპექტივიდან აანალიზებს ზემოხსენებულ თემას.

ამჟამად, ბუხუტი სიჭინავა საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მეცნიერ-მკვლევარია და იგი აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია სხვადასხვა ადგილობრივ თუ უცხოურ რეფერირებად ჟურნალებში.

ბიოგრაფია დისერტაციები სტატია ბლოგი

2020 - დღემდე

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.კვლევითი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო პოლიტიკა; საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი; გლობალური მმართველობა; პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები; მმართველობის დემოკრატიული მოდელები; პოლიტიკური კულტურა; პოლიტიკური ელიტები; გეოპოლიტიკა; სახელმწიფოს უსაფრთხოება; პოსტსაბჭოთა საქართველო; საქართველოს უახლესი ისტორია; დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის თეორიები; პოლარიზაცია; გლობალიზაცია და ნაციონალიზმი.

2019 - 2023 წწ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.საკვლევი თემა: პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები

1993 - 1996 წწ.

თსუ - ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი - ინგლისური ენა.