წარამოდგენილ წიგნში გადმოცემულია საზოგადოების, ორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის (ისტორიის ლოგიკის განმსაზღვრელი) ახალი პარადიგმა, რომელიც მიღებულია ორიგინალური ლოგიკური აპარატის გამოყენებითა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებით.
წიგნი ასევე ეძღვნება პიროვნების, ერისა და ცივილიზაციის ცნებებში ცვლილებების შედარებასა და მათ შორის არსებული ურთიერთმიმართებების ახსნას. ავტორი მის მიერვე შემუშავებული თეორიული აპარატით ახდენს კაცობრიობის ისტორიის სისტემატიზაციას, რითაც რევოლუციურ შედეგებამდე მიდის.
ნაშრომში ასევე იხილავთ მითოსური ნარატივებისა და ანტიკური ხანის ეპოსების თანმიმდევრულ და დეტალურ ახსნას, თეოლოგიის საკითხებისა და ევოლუციური მოძღვრების აქამდე შეუმჩნეველი ასპექტების მიმოხილვას და სხვა საინტერესო თემების სრულიად ახლებურ და სიღრმისეულ ანალიზს.
წიგნი განკუთვნილია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე მკვლევართათვის, პოლიტიკის თეორიისა თუ პრაქტიკული პოლიტიკით, ასევე ფილოსოფიით დაინტერესებულ პირებისათვის და მსოფლიოს ერთიანი აღქმის მაძიებელთათვის.
თითოეული ზემოხსენებული მიმართულებისათვის წიგნი წარმოადგენს იდეების უშრეტ საბადოს.