ნოოლოგიის მიხედვით, პიროვნება ყალიბდება ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის შედეგად. გადაგვარებულობის მოხსნა, ჩვენთვის ცნობილ ცხოველთაგან მხოლოდ ადამიანში განხორციელდა, რის შედეგადაც ადამიანი პიროვნებად (ნოოიდად) იქცა და წარმოიქმნა ნოოსფერო – სინამდივილის ახალი ნაწილი, ნოოსფერო. ნოოსფერო ბიოსფეროს მსგავსად სისტემური სიმთელით ხასიათდება (ნოოლოგიამდელი დეფინიცია - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გადაგვარების მოხსნის შედეგად მომხდარმა ცვლილებამ განაპირობა ის, რომ გადაგვარებამოუხსნელი ცხოველი მხოლოდ ბიოსფეროს ნაწილია, გადაგვარებამოხსნილი ადამიანი კი როგორც ბიოსფეროს, ისე ნოოსფეროს ნაწილია. ასეთ ადამიანს შეგვიძლია ვუწოდოთ გადაგვარებამოხსნილი ფსიქიკური ინდივიდური ფენომენი, ნოოიდი.