კვანტური რელატივისტური ნოოლოგია არის ემზარ ხვიჩიას მიერ შექმნილი სამეცნიერო დარგი, რომელიც პარადიგმატულ ნახტომს წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებაში. ავტორს დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის განვითარების საფუძველზე (რაც მოქმედების ლოგიკური ასპექტების აღმოჩენას ემყარება), შემოაქვს სრულიად ახალი მეთოდოლოგიური ჩარჩო და ცნებითი აპარატი, რომლითაც შესაძლებელი ხდება ურთულესი სოციალური ურთიერთობების ახსნა. ნოოლოგია იკვლევს ადამიანის სოციალური განვითარების კანონზომიერებებს, ისტორიული პროცესების ცვლას და საზოგადოებრივი პროცესების ფსიქიკურ (განწყობისეულ) საფუძვლებს. ნოოლოგია ეყრდნობა ორ საწყისს – ნოოსფერულ (ძველი ვერსიით "ფსიქიკურ სტიქიათა თეორია") სტიქიათა თეორიას და ციკლურ ლოგიკას (ნოოლოგიურ სტიქიათა თეორიას). ნოოსფერულ სტიქიათა თეორიის ძირითადი ობიექტებია ისეთი ფენომენები, როგორებიცაა პიროვნება, ერი და ცივილიზაცია და მათი განვითარების კანონები.