მნიშვნელოვანი პერსონები ფილოსოფია

ემილ დიურკემი

ემილ დიურკემი

აღწერა

ემილ დიურკემი (1858 - 1917) ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ფრანგული სოციოლოგიური სკოლისა და სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური ანალიზის, ასევე, სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.

დიურკემმა სოციოლოგიის საგნის ზუსტი კონცეფცია შეიმუშავა — ის ითვლება სოციოლოგიური მეთოდის თეორიის კლასიკოსად (მიდგომა — „სოციალური რეალიზმი“). სოციოლოგიის პრინციპები: საზოგადოება — ობიექტური რეალობის ნაწილი, ბუნების ზოგად წყობაში შემავალი და საკუთარი სპეციფიკური კანონების მქონე; საზოგადოება პირველადია მის შემადგენელ ადამიანებთან მიმართებაში; სოციოლოგიის მიერ შესწავლადი სოციალური ფაქტები ობიეტურები და დამოუკიდებლები არიან ადამიანური ნებისგან. დიურკემის აზრით სოციოლოგია უნდა შეისწავლიდეს სოციალურ სინამდვილეს, რომელიც სპეციფიკურ ნიშნებს ფლობს და აქედან გამომდინარე უნდა ჰქონდეს თავისი სპეციფიკური მეთოდები. სოციოლოგია სოციოლოგიის საგანი არის სოციალური ფაქტები, რომლებიც არსებობენ ინდივიდის გარეთ და მასთან მიმართებაში ფლობენ ნორმატიულ-იძულებით ძალას. სოციოლოგიის ამოცანებია — გაიგოს, რა აიძულებს ადამიანებს ერთად ცხოვრებას, რატომ არის რომ მათთვის სტაბილური სოციალური მოწყობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ღირებულებას და რა კანონები მართავენ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს; შესთავაზოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები თანამედროვე ცხოვრების მოწყობისთან დაკავშირებით. სოციოლოგიური შემეცნების მეთოდოლოგია (კვლევები) — ეფუძნება ინტელექტუალური, მეცნიერული სიმართლის, მეცნიერული კვლევის ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური, მეტაფიზიკური და სხვა ცრურწმენისგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უშლიან ჭეშმარიტების მიღწევას და პრაქტიკაში მრავალი უბედურების მომტანნი არიან. სოციოლოგია — მკაცრი ობიექტური მეცნიერებაა, რომელიც თავისუფალია ყველა სახის იდეოლოგიური ცრურწმენებისგან და სპეკულაციებისგან.